თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 000-ს გასცდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 77 ადამიანი გარდაიცვალა
1517733
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 10 027-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 128 312 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2305 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 77 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 368 513-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 319 181 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1662 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.