თურქეთმა FETÖ-ს 84 მხარდამჭერის ექსტრადაციის სია აშშ-ს გადასცა

ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასა

1091968
თურქეთმა  FETÖ-ს   84  მხარდამჭერის ექსტრადაციის სია აშშ-ს გადასცა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს  84  მხარდამჭერის ექსტრადიციის სია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს გადასცა. ჩავუშოღლუმ ამერიკაში ვიზიტი, ვაშინგტონში თურქეთის საელჩოში შეაფასა. მისი თქმით ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, FETÖ-ს, ამერიკის მხრიდან  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიმართ გაწეული მხარდაჭერა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტ, ჯემალ ხაშოგის მკვლელობა და   სირიაში არსებული ვითარების ჩათვლით მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრმა ვიზიტის შეფასების დროს აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან ექსტრადაციის მოთხოვნის მიზნით მაიკ პომპეოს და ჯონ ბოლტონს FETÖ-ს  84  მხარდამჭერის სია გადასცა. ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის პოზიცია ხაშოგის მკვლელობის საკითხზე ცნობილია და მათი მოთხოვნა, საკითხის დეტალურად გამოძიებაა. „მრავალმა ქვეყანამ საუდის არაბეთთან ურთიერთობა დაძაბა, ჩვენ კი არ გვსურს, რომ ასე მოხდეს მაგრამ, აღნიშნული მკვლელობის საკითხი დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული,“ განაცხადა მინისტრმა. იგი სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება, სხვა რეგიონებისთვისაც უნდა გავრცელდეს რა, ამ თვალსაზრისით ორი ქვეყნის წარმომადგენლები უახლოეს ხანებში პირისპირ შეხვედრას გამართავენ.  თურქმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს, აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ დაწესებული სანქციებიც განიხილეს.  ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ჯერ თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოს შემდეგ კი ტრამპის მრჩეველ უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები