ერდოღანმა ბენინელი კოლეგა მიიღო

“ფეტოელების უკან ამერიკა დგას“

1044858
ერდოღანმა ბენინელი კოლეგა მიიღო

 

რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ი ფეტულაჰის ტერორისტულ ორგანიზაცია Feto-ს, ყოველწლიურად 800- 850 მილიონი დოლარის ანაზღაურებას აძლევს. თურქმა პრეზიდენტმა ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ თავის ბენინელ კოლეგა, პატრიკ ტალონთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზედაც განაცხადა, რომ სტუმართან Feto-ს საკითხიც განიხილეს.

"ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია ცნობილია როგორც ერთი ვირუსი, რომელიც სამწუხაროდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასაა მოდებული, იგი ყველგან შედის და გამოდის, კამუფლაჟდება, სწორედ ამ მეთოდით არის შესული ასევე ბენინშიც, მაგრამ, გასულ თვეში ამ ქვეყანაში მოქმედება დაიწყო თურქეთის განათლების ფონდმა და ამიტომა მჯერა, რომ ბენინის ხელისუფლება უახლოეს ხანებში ყველანაირ ზომებს მიიღებს ამ ქვეყანაში მოქმედ ფეტოელებთან ყველანაირი კავშირების გასაწყვეტად", განაცხადა ერდოღანმა.

იგი შეეხო ამერიკის მხრიდან ფეტოელებისათვის მიცემულ პრივილეგიებსაც და თქვა, რომ ვაშინგტონმა თავად გამოუყო Feto-ს ლიდერს 400 აკრი მიწა, სადაც მან სრა სასახლე აიშენა და იქიდან მართავს მთელს მსოფლიოში ობობას ქსელივით მოდებულ ტერ ორგანიზაციას.

“ამავე ამერიკაში მოქმედებს ფეტოს ქარტიის სკოლები, რომლებსაც წელიწადში ეს ქვეყანა 800-850 მილიონ დოლარის ანაზღაურებას უხდის. მე ამას სპეციალურად ვამბობ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს და დაინახოს, თუ ვინ დგას ფეტოელების უკან და ვინ ანებივრებს მათ“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა პრეზიდენტმა



მსგავსი ინფორმაციები