ერდოღან სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1001292
ერდოღან  სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თრქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერდოღანს 24 ივნის გამართულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა,  ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ხოლო სტოლტენბერგმა თურქეთ-ნატო-ს მჭიდრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურ მდივან, სტოლტენბერგმა ივლისის თვეში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე პირისპირ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები