ილდირიმი: „თურქეთის მყუდროების დარღვევის უფლებას არავის მივცემთ“

ილდირიმი: „თურქეთის მყუდროების დარღვევის უფლებას არავის მივცემთ“

887704
ილდირიმი: „თურქეთის მყუდროების დარღვევის უფლებას არავის მივცემთ“

სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალურმა მდივანმა და პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის მყუდროების დარღვევის უფლებას არავის მისცემენ. მან ამის შესახებ გუშინ, აქსარაიში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თურქეთის წინააღმდეგ როგორც შიგნიდან ასევე გარე ძალებიდან განხორციელებულ ნებისმიერი სახის თავდასხმას შესაბამისად ვუპასუხებთ. ტერორის საკითხი თურქეთის დღის წესრიგიდან უნდა ამოვიღოთ. სირიაში ახალი ტერ ორგანიზაციის შექმნას ნებას არ მივცემთ. თურქეთის და მისი მოსახლეობის მიმართ საფრთხე საიდანაც არ უნდა მოვიდეს, შესაბამისად ვუპასუხებთ. თურქეთის მშვიდობა, როგორც სირიის და ერაყის ასევე რეგიონის ყველა ქვეყნების მშვიდობას ნიშნავს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი მეგობრობაა. ანკარა რამდენადაც მშვიდობიანი იქნება, ასევე იქნება ნიუ იორკიც. რადგან საერთაშორისო ტერორს საზღვრები არ გააჩნია. დღეისათვის სამწუხაროდ ჯერ კიდევ შეიმჩნევა ტერორისტების მეშვეობით ქვეყნებზე ოპერაციების განხორციელება. ისინი ვინც სირიაში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია  PKK-ს და მის ფრთა PYD/YPG-ს მხარს უჭერს, მათ რეგიონში მშვიდობა არ სურთ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ დროულად დაბრუდნენ ამ შეცდომიდან,“ განაცხადა ბინალი ილდირიმმა.



მსგავსი ინფორმაციები