ანტიტერორისტული ბრძოლა ფართოვდება

თურქი ძალოვანები არც ქურთ ტერორისტებს ინდობენ, არც ფეტოელებს

657396
ანტიტერორისტული ბრძოლა ფართოვდება

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში თურქმა ძალოვანებმა ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში 21 ქურთი ტერორისტი გაუვნებელყვეს, მათ შორის 5 ლიკვიდირებულია, 1 დაჭრილია, 15 კი ტყვედ არის აყვანილი, ხოლო ტერორიზმისადმი მხარდამჭერი 372 ეჭვმიტანილიდან 36 დააპატიმრეს, დანარჩენების საქმე იძიება.

ამავე ცნობით დაკავებულია ასევე 33 მემარცხენე ტერ ორგანიზაციის ეჭვმიტანილი და 1 კი ლიკვიდირებულია.

გარდა ამისა დიარბაქირის, ბიტლისის, შირნაკის და თუნჯელის გუბერნიებში განადგურებულია 48 თავშესაფარი, ათეულობით ბუნკერი და გამოქვაბული, განაღმულია 4 ხელნაკეთი ბომბი, ხელთ იგდეს ტერორისტების კუთვნილი 573 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, 50 ავტომატი და ტყვიამფრქვევი.  

ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებშივე დაკავებული ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია, პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა, FETÖ/PDY-ს წევრობაში ეჭვმიტანილი 1218 კაციდან 572 დაპატიმრებულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები