რ.თ ერდოღანის ინტერვიუ ელ ჯეზირეს

ფეტო არ არის რელიგიური დაჯგუფება,ის არის ქვეყნის და მისი ეკონომიკის თავის კონტროლის ქვეშ მოქცევის მსურველი ტერორისტული ორგანიზაცია

546452
რ.თ ერდოღანის ინტერვიუ ელ ჯეზირეს

პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა, კატარს დაფუძნებული ელ ჯეზირეს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა, ტერ-ორგანიზაცია ფეტოს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მიცემულ კითხვებს.

აღნიშნა, რომ ფეტო მხოლოდ თურქეთში კი არა, აფრიკულ სახელმწიფოებშიც ცდილობს ხელისუფლების შექმნას. ფეტო არის, არა რელიგიური დაჯგუფება, არამედ ქვეყნის და მისი ეკონომიკის თავის კონტროლის ქვეშ მოქცევის მსურველი ტერორისტული ორგანიზაცია.  მჩაგვრელის მიმართ შემწყნარებლობა, ჩაგრულის ღალატს ნიშნავს. მათ მიმართ არ გამოიჩენენ ლმობიერებას, რადგან ისინი მოღალატეები არიან.  

ორგანიზაციას გააჩნია, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პირადი ინტერესები და არ მისცემენ მათ, ამის შესაძლებლობას.

პენსილვანიაში მყოფი პიროვნების განკარგულებით დაიბომბნენ სამშვიდოები. ამიტომაც მის განკარგულებაში მყოფი ყველა პიროვნება დაისჯება. ისინი ჰეგემონობისთვის ექსპლოატაციას უწევენ რელიგიას. ედრდოღანმა დაამატა:-„სიკვდილის არ გვეშინია იმიტომ, რომ მუსლიმანებისთვის იგი ბედის განაჩენია. არ შეიძლება მისი ერთი საათით, არც წინ წაწევა და არც უკან დაწევა“.

მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გრძელვადიანი იქნება. ძირფესვიანად ამოთხრიან მათ და სახელმწიფოს ხელახლა შექმნიან. მათგან განიწმინდებიან უსაფრთხოების ძალები. მხარს უჭერენ  მუშაობის ამ მიმართულებით წარმართვას.

ერდოღანმა, 15 ივლისის პუტჩის შემდეგ, სახელმწიფოს, თავისი სურვილის მიხედვით მართვის უნარიანობის შესახებ წამოყენებული იდეების პასუხად, აღნიშნა, რომ არ იზიარებს  ამ იდეას, რადგან არ გამოიყენებს უფლებას, რომელიც არ მისცა მას თურქმა ხალხმა. იგი არ არის დესპოტი და დიქტატორი. თუ ხალხი დართავს ნებას საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის, იმ შემთხვევაში გამოიყენებს მიცემულ უფლებებს.   

არ გამოიყენებს უფლებამოსილებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ასეთია თაიბ ერდოღანის ხასიათი. ეს იცოდეს მსოფლიომ-თქვა ერდოღანმა.

მან, გააკრიტიკა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმართ დასავლეთის მიდგომა და დაამატა:-დასავლეთმა არ გამოავლინა თავისი წინააღმდეგობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმართ. არ შეიძლება მათი დუმილის პატიება. მხოლოდ მიუსამძიმრეს თურქეთს და უცნაური სიტყვები წარმოთქვეს.  ათავისუფლებთ ადამიანებს, პროკურორებს და მოსამართლეებსო. მაშინ, როცა არ იციან რა ხდება სახელმწიფოში, არა აქვთ უფლება ქვეყნის სისტემის გაკრიტიკების. ისინი არ არიან გულახდილნი.

თურქეთში იმყოფებოდა აშშ-ის გენ-შაბის უფროსი ჟოზეფ დუნფორდი. აჩვენეს მეჯლისის შენობა, რომელიც დაიბომბა. ვინ დაბომბაო იკითხა.  უცნაური შეფასებაა. დასავლეთს  არა აქვს თურქეთის გაკრიტიკების უფლება. მათ აკრიტიკებს ლონდონს დაფუძნებული  ამნისტიის ორგანიზაცია. რატომ ახდენთ დაპატიმრებებს და გასამართლებებსო. მე კი მოვუწოდებ მათ, იცოდნენ თავიანთი საზღვარი და იყვნენ სამართლიანნი. მიუტევებელია ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე პუტჩი. მის მიმართ უგულისყურობის გამომჩენები არიან ისინი, ვინც დემოკრატიაზე მაღლა აყენებენ ტოტალიტარულ სისტემას. ვკოცნი და ვადიდებ ჩემს ხალხს, რომლებმაც შესძლეს მათი გეგმის ჩაშლა.

ერდოღანმა ისაუბრა ვაშინგტონის ხელისუფლების მხრიდან ექსტრადაციასთან დაკავშირებით დოკუმენტების მოთხოვნაზეც. აღნიშნა, რომ აშშ-ის გენ-შტაბის უფროსს, მეჯლისის შენობის მონახულებისას, თან ახლდა მისი თურქი კოლეგა ჰულუსი აქარიც. ამერიკელი გენერალის კითხვას:-„ხელთ გაქვთ მტკიცებულება, რომ იმ კაცმა დაბომბა შენობა“, ჰულუსი აქარმა უპასუხა:-„მტკიცებულება თავად მე ვარ“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა პუტჩის მეორე დღეს ტელეფონით მიუსამძიმრათ და თანადგომა გამოუცხადათ. ახლა კი, სამშაბათს, თურქეთის მეწარმეთა შემადგენლობის დელეგაცია ეწვევა რუსეთს.

ერდოღანი, შეეხო ევროკავშირთან ხელმოწერილ ლტოლვილთა შესახებ შეთანხმებას და თქვა, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა დაპირება.

საჭიროა ძალაში შევიდეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილების ექსტრადაციას. ევროკავშირი, რომელიც თურქეთს სთხოვს შეასრულოს ვალდებულება, ჯერ თავად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.

აქამდე საკითხთან დაკავშირებით  ევროკავშირს ჯერ არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. თურქეთში სამ მილიონზე მეტი სირიელი და ერაყელი ლტოლვილია. ყველა თავშესაფრის მაძიებელია. ევროკავშირს კი, არ გააჩნია ასეთი პრობლემა-თქვა ერდორანმა.



მსგავსი ინფორმაციები