ილდირიმის პირველი ვიზიტი კვიპროსში გაიმართა

ილდირიმის პირველი ვიზიტი კვიპროსში გაიმართა

502191
ილდირიმის პირველი ვიზიტი კვიპროსში გაიმართა

თურქეთის ახალმა პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა საზღვარგარეთული პირველი ვიზიტი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში განახორციელა. ილდირიმმა ჩ.კ.თ.რ.-ში პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც თურქეთის პრემიერმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა მისი მოკავშირის  გვერდში დგომას ითხოვს. „პკკ ტერ ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ც  აღიარებს, მაგრამ PYD-ს და  YPD-ს საკითხზე, ანუ მათი ტერ ორგანიზაციებად აღიარებისთვის მოკავშირეები რატომღაც თავს იკავებენ. სინამდვილეში კი ესენიც პკკ-ს განშტოებები არიან. ამას ადასტურებს თუნდაც ტერორისტების ხელთ არსებული იარაღები. ეს ყველაფერი კი ჩვენთვის მიუღებელია,“ განაცხადა ილდირიმმა. მანვე პრესკონფერენციის დროს  თურქეთ-ჩ.კ.თ.რ.-ის ურთიერთობაც შეაფასა და დასძინა, რომ  ეს ურთიერთობა, რაიმე სახის ინტერესებს ან გამორჩენას არ ეყრდნობა, არამედ ორივე ხალხის ყველა სფეროში წინსვლის, განვითარების და წარმატებების ინტერესები გააჩნიათ, რისთვისაც ისინი ყველაფერს აკეთებენ.  პრემიერმინისტრი ასევე კვიპროსის მოლაპარაკებების საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა მალე სამართლიანად და საბოლოოდ მოგვარდება.  



მსგავსი ინფორმაციები