ერდოღანის ვიზიტი შავიზღვისპირეთში გრძელდებ

რიზეში ტელეფონით დაუკავშირდა ჯო ბაიდენს

94319
ერდოღანის ვიზიტი შავიზღვისპირეთში გრძელდებ



რიზეში მყოფმა თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა შეფასება მისცა რა ერაყის დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის ბოევიკების მხრიდან თურქეთის მოსულის საკონსულოს თანამშრომლების გატაცების ფაქტს, თქვა რომ, ყველა შესაძლებლობა მობილიზებულ აქვთ, რათა მძევლები უმოკლეს დროში გაათავისუფლებინონ, ხოლო ამის პარალელურად იგი პირადად დაუკავშირდა მთავარ კონსულს ოზთურქ ილმაზს, რომელმაც აუწყა რომ, ყველა 49 მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისივე თქმით ანკარა ცდილობს ასევე მძევლად აყვანილი თურქი მძღოლების გამოხსნასაც.

“მე მძევლების საკითხზე ტელეფონით ვესაუბრე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მან მათი საღ-სალამათად დაბრუნება მისურვა. ერაყის გარდა ჩვენ სირიისა და კვიპროსის საკითხებიც განვიხილეთ“, განაცხადა ერდოღანმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები