აქტუალური თემის ანალიზი 38.2018

ბოლო ციხე-სიმაგრე იდლიბი

1054307
აქტუალური თემის ანალიზი 38.2018

აქტუალური თემის ანალიზი 38.2018

ბოლო ციხე-სიმაგრე იდლიბი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ასადის რეჟიმმა სირიის ბევრი რეგიონი სამხედრო გზით ისევ აიღო. სირიის სამხედრო ოპოზიციის და რეგიონში მცხოვრები სამოქალაქოების ჰუმუსიდან, გუტადან, დერადან და სხვა რეგიონებიდან გამოყვანისა და იდლიბში ევაკუაციის შემდეგ, იდლიბი, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ოპოზიციის ბოლო ციხედ გადაიქცა. ომის დაწყებამდე აქ 700 ათას ადამიანამდე ცხოვრობდა ახალა კი აქ სამ მილიონამდე ადამიანი იმყოფება. ასტანის პროცესის ასპექტში დეესკალაციის ზონად გამოცხადებული 4 რეგიონიდან არსებობას მხოლოდ იდლიბი განაგრძობს. ასტანის პროცესის ფარგლებში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბის ფრონტის ხაზზე 12 სადამკვირვებლო პუნქტი ააგეს.

იდლიბზე რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით სამხედრო ოპერაცია დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. შესაძლო სამხედრო ოპერაციის ასპექტში იდლიბში მიგრანტების ახალ ტალღას ელოდებიან. ცნობილია, რომ მილიონობით სამოქალაქო პირი თურქეთისკენ გაქცევას და იქ თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს. ის რომ თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ მიგრანტს იფარებს, აჩვენებს რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვეღარ გაუძლებს. მთელს მსოფლიოს აღელვებს ის ნგრევა და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც გამოიწვევს იდლიბის შესაძლო ოპერაცია, თუმცა მაგიდასთან ამ ჰუმანიტარული კრიზისის აღსაკვეთად წინა პლანზე მხოლოდ თურქეთის მცდელობებია წამოწეული.

ასტანის პროცესის ასპექტში ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო სამიტი თეირანში ჩატარდა. თეირანის სამიტის რუსი და თურქი უფლებამოსილებისათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე პირდაპირ ეთერში გადაცემამ მთელს მსოფლიოს აჩვენა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტისათვის და ჰუმანიტარული კრიზისის აღსაკვეთად გამოჩენილი განსაკუთრებული ძალისხმევა. თეირანის სამიტზე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხდა, თუმცა იარაღის დაყრის მოწოდება გაკეთდა. ამასთანავე თურქეთის მტკიცე პოზიციის გამო იდლიბზე შესაძლო სამხედრო ოპერაცია მინიმუმ გადაიდო და რეგიონში ნაბიჯების გადასადგმელად დრო იქნა მოგებული. 

იდლიბის მომავლისათვის შესაძლო ალტერნატიული სცენარები არსებობს. რუსეთი და მისი მოკავშირეები თურქეთზე, სადამკვირვებლო პუნქტებიდან გასვლისა და იდლიბზე ფართო მასშტაბიან ოპერაციაზე დათანხმებისათვის ზეწოლას ახორციელებენ. თურქეთი კი ალტერნატიული სცენარების შემუშავებას ცდილობს. მათგან ერთ-ერთია თურქეთისა და თურქეთის მხარდამჭერი სამხედრო ოპოზიციის გავლენის გაფართოება და „ჰეიეთ თაჰრირ უშ შამისა“ და მისი ჯგუფების მინიმუმ ჩრდილოეთიდან გამოსვლა და სამხრეთისკენ გადასვლა. თურქისტანის ისლამური პარტიის და „ჰურაშ ედ დენის“ მსგავსი ჯგუფების განეიტრალება.  

შესაძლო ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ თურქეთის მის მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად არენაზე შესვლა, იდლიბის ცენტრის ჩათვლით უსაფრთხო რეგიონის შექმნა, ყველაზე დადებითი სცენარი იქნება. ოპოზიციის მთლიანად ტერიტორიის გარეშე დატოვების აღკვეთის, შესაძლო ჰუმანიტარული კრიზისის პრევენციის, PKK/YPG-ს პროცესით სარგებლობისათვის ხელის შესაშლელად მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება. იდლიბში შესაძლო ოპერაციის ასპექტში PKK-ს სირიის განშტოებაც აქტიურ როლს თამაშობს. ცნობილია, რომ გასაკუთრებით ირანს დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალები და ჰეზბოლა სირიის დემოკრატიული ძალების მილიტანებს წვრთნის და მათაც აქვთ ოპერაციაში ჩართვის გეგმები. თუ ისინი ოპერაციის ნაწილი გახდებიან, აქვთ გეგმა, რომ აფრინის ფრონტი გახსნან და აფრინი ისევ აიღონ. ასევე ვიცით, რომ ტელ რიფატში ამისათვის ძალებს აგროვებენ. ამიტომ  ყველა ამ რისკი არსებობის გამო საჭირო თურქეთის პროაქტიულად მოქმედება.

 



მსგავსი ინფორმაციები