ფარსის ოსტანის ქალაქ შირაზის მე-5 ოლქის მერი მოკლეს

ფარსის ოსტანის ქალაქ შირაზის მე-5 ოლქის მერი მოკლეს

2138648
ფარსის ოსტანის ქალაქ შირაზის მე-5 ოლქის მერი მოკლეს

ირანის ფარსის ოსტანის ქალაქ შირაზის მე-5 ოლქის მერი რეზა მასუდი უცნობმა პირებმა საკუთარ სახლში მოკლეს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რეზა მასუდის მკვლელობა შირაზის საკრებულოს დარბაზში გამოცხადდა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასუდი გუშინ, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, შირაზში, მოწამე აგაის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მერის მოკვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები