თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩაატარა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს ტერორისტების 8 სამიზნე გაანადგურა

909987
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩაატარა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს ტერორისტების თავშესაფრებად, საცხოვრებლებად და საბრძოლო პოზიციებად გამოყენებული 8 სამიზნე გაანადგურა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორგანიზაციის კუთვნილ ობიექტებზე ოპერაცია გრძელდება.

ამ ფარგლებში ერაყის ჩრდილოეთში მდებარე სინატ-ჰაფტანინის, მეტინას, გარას, ავაშინისა და ბასიანის რეგიონებში სადაზვერვო საშუალებებით პოლიციის განყოფილებებსა და ბზებზე თავდასხმისათვის მზადებაში მყოფი სეპარატისტული ტერორგანიზაციის წევრები აღმოაჩინეს, რომელთა წინააღმდეგაც საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაციის მიერ თავშესაფრად, საცხოვრებლად და საბრძოლო პოზიციად გამოყენებული 8 ობიექტი განადგურდა.

ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავები ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.



მსგავსი ინფორმაციები