ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ

ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ

796078
ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯევად ზარიფიმ განაცხადა, რომ ახლო მომავალში საუდის არაბეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ.  საინფორმაციო სააგენტო „ისნა“-სთან ინტერვიუს დროს ზარიფიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური შეხვედრა მომავალი თვის დასაწყისში, ჰაჯობის (პილიგრიმობა) დასრულების შემდეგ შედგება. ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობამ, გასულ წელს, რეგიონში სამშვიდობო პროცესების დარღვევის ურთიერთბრალდებების საფუძველზე პიკს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები