საჰაერო თავდასხმა იდლიბზე

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავის მიერ იდილიბის დაბა სერაკიბში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

602717
საჰაერო თავდასხმა იდლიბზე
idlib'e hava saldırısı.jpg

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავის მიერ იდილიბის დაბა სერაკიბში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლის ალ ფარისის განცხადებით, ასადის რეჟიმის საბრძოლო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს დაჭრილებიდან 12 ბავშვია და დაბომბილ რეგიონს დიდი ზიანი მიადგა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბსა და მის დაბებზე, რომელთა დიდ ნაწილს ოპოზიცია აკონტროლებს, სამოქალაქოებით დასახლებულ რეგიონებზე რეჟიმი თავდასხმებს ხშირად ახორციელებს.

გასულ კვირაში იდლიბის დაბა ჰასში სკოლისა და ბაზარის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა მათგან 22 ბავშვი 6 მასწავლებელი იყო.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #იდლიბი , #საჰაერო თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები