ჩკთს და სამხრეთ კვიპროსის ლიდერების შეხვედრა

მუსტაფა აქინჯიმ და ნიკოს ანასტასიადისმა კვიპროსის განხილვების ფარგლებში შეხვედრა ჩაატარეს გაეროს კონტროლში მყოფ ბუფერულ ზონაში

440602
ჩკთს და სამხრეთ კვიპროსის ლიდერების შეხვედრა

ჩკთს და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებმა, მუსტაფა აქინჯიმ და ნიკოს ანასტასიადისმა კვიპროსის განხილვების ფარგლებში შეხვედრა ჩაატარეს გაეროს კონტროლში მყოფ ბუფერულ ზონაში. შეხვედრა გაგრძელდა სამ საათ ნახევრამდე.

შეხვედრას, გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველის ესპენ ბართის გარდა შეუერთდნენ, ორივე მხარის განმხილველი ჯგუფები.

თებერვლის თვის, ხსენებულ, მეორე გეგმიან შეხვედრაზე, ლიდერებმა დღის წესრიგში ჩააყენეს მარტის თვის შეხვედრის განრიგი.

გაეროს განცხადებით, ლიდერები ჯერ შეხვდებიან 11 მარტს, მეორე შეხვედრა კი, შესდგება 28 მარტში.

მაისში, სამხრეთ კვიპროსში გათვალისწინებული საპარლამენტო არჩევნების გამო, უმეტესად იხილება მოლაპარაკებების ფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

მონაცვლეობითი პრეზიდენტობის მსგავსი, ორ მხარეს შორის აზრთა უთანხმოების მქონე საკითხების განხილვა, გადატანილია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.



მსგავსი ინფორმაციები