რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ სირიაში DEAŞ-ის სამიზნეებზე 10 საჰაერო იერიში მიიტანეს

350109
რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ სირიაში DEAŞ-ის სამიზნეებზე 10 საჰაერო იერიში მიიტანეს.

ოთხშაბათს დაწყებული რუსული საჰაერო ოპერაციები პირველად ჩატარდა დედაქალაქ დამასკოში.

თავდასხმები განხორციელდა ალეპოში, ჰუმუსში და იდლიბში, ასევე დამასკოს მახლობლად მთიან ტერიტორიაზე.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მძიმე დარტყმა მიაყენეს DEAŞ-ის მართვის ცენტრებსა და ლოგისტიკურ ქსელებს.

ერთ-ერთი ირანული არხისათვის მიცემულ ინტერვიუში ასადმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი სირიაში ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს მთლიანად რეგიონისათვის იქნება კატასტროფა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები