ბერლინში რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილა

ბერლინში რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილა

348784
ბერლინში რუსეთ-უკრაინის საკითხი განიხილა

რუსეთის, გერმანიის, უკრაინის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში შეხვედრა გამართეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის პროცესი, რომეიც ორი კვირაა გრძელდება, პროცესი სამომავლოდაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მან ასევე დასძინა, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ შეიარაღებული დაჯგუფებების რეგიონიდან გაყვანით იქნება შესაძლებელი. ამაში კი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და იგი იმედს გამოთქვამს, რომ მოკლე დროში ეს ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდება. შტაინმაიერმა მხარეებს ასევე მოუწოდა, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები