TİKA-მ განთიადში სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

იგი უნარშეზღუდულ ბავშვებს მოემსახურება

138248
TİKA-მ განთიადში სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა



თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA ზრდის ინვესტიციებს საქართველოში და მრავლად აშენებულ საინტერესო ობიექტებს გუშინ კიდევ ერთი მიემატა.

ბოლნისის რაიონის სოფელ განთიადში გუშინ საზეიმო ცერემონიით გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი და ამ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალური თავჯდომარის მოადგილემ მუსტაფა შენთოფმა და თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარემ ჰუსეინ შაჰინმა.

ხსენებულ ცენტრში გონებრივად უნარშეზღუდულ ბავშვებს სკოლამდელი თერაპია და სარეაბილიტაციო მომსახურება გაეწევათ.

სოფელ განთიადის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ობიექტი გახდა ამ რეგიონში უმსხვილესი სარეაბილიტაციო ცენტრი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები