აშშ და კოალიცია ISIS პოზიციებს ბომბავენ
“ფეშმერგები“ წინ მიიწევენ
149519
აშშ და კოალიცია აგრძელებენ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საჰაერო თავდასხმებს როგორც ერაყში, ასევე სირიაშიც და გუშინ 6 ასეთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა სირიაში, ხოლო 3 კი ერაყში, რითაც სერიოზული ზარალი მიეყენა ტერორისტებს.
ამის კვალდაკვალ რადიკალისტების წინააღმდეგ ერაყში შეტევაზე გადავიდნენ ქურთული შეიარაღებული დაჯგუფება “ფეშმერგები“-ს ნაწილები და მრავალი დასახლება წაართვეს მათ ქერქუქის, სელაჰეტტინის და მოსული რეგიონებში.
ამ დროს ავსტრალიისა და დანიის შემდეგ კანადამაც განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს დასაბომბად ისინიც გააგზავნიან სამხედრო ავიაციას