ნიუ-ორკი ირან დასავლეთის შეხვედრებს მასპინძლობს

მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს

142391
ნიუ-ორკი ირან დასავლეთის შეხვედრებს მასპინძლობს



დაახლოებით ერთი კვირაა რაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ნიუ ორკში გრძელდება ირან-დასავლეთის მოლაპარაკებები და მხარეებმა ჯერ ჯერობით რაიმე დადებით და მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწიეს.

როგორც განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მანმა, მხარეებს შორის ჯერ კიდევ მრავლად არის შეუთანხმებელი საკითხები და დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს და ყველანაირ დიპლომატიურ მცდელობებს გამოიჩენს, რათა მიმდინარე წლის 24 ნოემბრამდე ყოვლისმომცველ შეთანხმებას მოაწერონ ხელი თეირანთან. თუმცა არაფერია ცნობილი, მხარეები მომდევნო შეხვედრას სად და როდის ჩაატარებენ.

როგორც ცნობილია ირან-დასავლეთს შორის შეთანხმების ხელმოწერას ელოდნენ 20 ივლისისათვის, რაც ვერ მოხდა და ეს თარიღი 24 ნოემბრისათვის გადასწიეს 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები