17 სექტემბერი ისტორიაში

17 სექტემბერი ისტორიაში

350289
17 სექტემბერი ისტორიაში

17 სექტემბერი ისტორიაში

1176 წლის 17 სექტემბერი მირიოკეფალიის ბრძოლის დღეა. ეს ბრძოლა ანატოლიის სელჩუკებსა და ბიზანტიის იმპერიას შორის გამართა რა, იგი სელჩუკთა გამარჯვებით დასრულდა. ბიზანტიის მიმართულებით წინ წაწეული თურქმებენისგან შეწუხებულმა იმპერატორმა მანუელ კომნენოსმა გადაწყვიტა, რომ ანატოლიის ცენტრალური ნაწილებიდან ქალაქი კონია და ანტაკია დაეპყრო. ბრძოლის დასრულების შემდეგ საზავო ხელშეკრულება გაფორმდა და მის ფარგლებში ბიზანტიას კომპესაციის სახით სელჩუკებისათვის 100 ათასი ოქროს გადახდა დაეკისრა. მათ ასევე სელჩუკების წინააღმდეგ აშენებული ციხესიმაგრის დანგრევაც დაევალათ.

1683 წლის 17 სექტემბერს ერთ უჯრედიანი ცხოველების და ბაქტერიების აღმოჩენა მოხდა. ჰოლანდიელმა მეცნიერმა ანტონ ვან ლევენჰუკიმ მის მიერ დამზადებული მეცნიერული მიკროსკოპით ერთ უჯრედიანი ცხოველები და ბაქტერიები აღმოაჩინა. მეცნიერული მიკროსკოპის მამად ცნობილმა ლევენჰუკიმ, ასევე სისხლის უჯრედების შესახებაც პირველი კვლევები ჩაატარა. მან ასევე ცხოველების და მცენარეების კვების და გამრავლების სისტემის შესახებ მრავალი მეცნიერული კვლევებიც ჩაატარა. ჰოლანდიელი მეცნიერი ლევენჰუკი 1723 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1961 წლის 17 სექტემბერს ადნან მენდერესი ჩამოახჩვეს. 1950-60 წლებში იგი თურქეთის რეპუბლიკის პრემიერმინისტრი და დემოკრატიული პარტიის ჩამომყალიბებელი იყო. 1960 წლის 27 მაისის სამხედრო ხუნტის შემდეგ ერთიანი ნაციონალური კომოტეტის მხრიდან მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ იათსიზე უმაღლესი სასამართლოს მხრიდან გასამართლებული იქნა. მის წინააღმდეგ 13 სარჩელი იყო შეტანილი რა, ამათგან 12-ში იგი დამნაშავედ ცნეს. იგი კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით ჩამოახჩვეს. 1990 წელს კი მისი ნეშთი სტამბოლში გადმოასვენეს და ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ სტამბოლში, თოფქაფის რაიონში დაასაფლავეს.
 

1967 წლის 17 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ქაისერში ქაისერისსპორსა და სივასსპორს შორის ფეხბურთის მატჩზე დროს მომხდარი ინციდენტის დროს 43 ადამიანი დაღუპა. ამის შემდეგ ამ ორ თურქულ კლუბს 5 წლით იმავე ლიგაში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ. დაუსრულებელი მატჩი კი 1968 წელს ანკარაში გაიმართა და მასში ქაისერისსპორმა 1-0 გაიმარჯვა.

1978 წლის 17 სექტემბერი კემპ-დევიდის შეთანხმების დღეა. ეგვიპტემ და ისრაელმა 12 დღიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, კემპ-დევიდის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აშშ-ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ისრაელის მიერ დაპყრობილი სინას ნახევარკუნძული ეგვიპტეს დაუბრუნდა. 1980-იან წლებიდან მოყოლებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობი სხვადასხვა სფეროშიც გაღრმავდა.



მსგავსი ინფორმაციები