ევერესტზე დაკარგული მთამსვლელის წერილები

ევერესტზე დაკარგული მთამსვლელის წერილები

2130682
ევერესტზე დაკარგული მთამსვლელის წერილები

წერილები, რომლებიც ბრიტანელმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ მეუღლეს 1924 წელს ჩინეთ-ნეპალის საზღვარზე მდებარე ევერესტზე ასვლის მცდელობისას მისწერა, საზოგადოებას 100 წლის შემდეგ გააცნეს.

მელორი დაიკარგა, როდესაც ცდილობდა ევერესტის მწვერვალზე ასვლას თავის მეგობარ, მთამსვლელ სენდი ირვინთან ერთად.

ბრიტანელი მთამსვლელი ჯორჯ მელორი და მისი მეგობარი სენდი ირვინი გაუჩინარდნენ ევერესტზე მესამე ასვლისას 1924 წელს.

მელორის ცხედარი 1999 წელს იპოვეს.

წერილები, რომლებიც მელორიმ თავის მეუღლეს რუთ მელორის მისწერა, საზოგადოებას 100 წლის შემდეგ გაუზიარა ინგლისში მდებარე კემბრიჯის მაგდალენეს კოლეჯმა, რომლის კურსდამთავრებულიც გახლდათ მთასვლელი.

სკოლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მელორის ბოლო სამი წერილი იპოვეს არქივში და ეს წერილები ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც მისი ცხედარი 1999 წელს იპოვეს.

სკოლის არქივის სპეციალისტმა კეტი გრინმა განაცხადა, რომ მელორის წერილები მოიცავს ბევრ თემას, მათ შორის მის შთაბეჭდილებებს პირველი მსოფლიო ომის დროს და 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე.

წერილებში ასევე შედის ჩანაწერები მისი 1921 წლის ევერესტზე პირველი ექსპედიციის და მეორე მისიის შესახებ.

არქივის სპეციალისტის კეტი გრინის თქმით, ერთ-ერთ წერილში მელორი წერდა თავის მეუღლეს რუთს, რომ მათ ჰქონდათ მწვერვალზე ასვლის 50 პროცენტიანი შანსი.



მსგავსი ინფორმაციები