ისრაელმა ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი მოკლა

ისრაელმა ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი მოკლა

2126669
ისრაელმა ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი მოკლა

ღაზაში, ისრაელის მხრიდან განხორციელებული მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა.

თვითმხილველთაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა, ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის მაცხოვრებლების და ნათესავების რამადან ბაირამთან დაკავშრებით სტუმრობის დროს სამიზნე გახდა ავტომობილი, რომლითაც ჰანიეს ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ.

ჰამასის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიგ მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა იმ მანქანის დამიზნების შედეგად, რომლითაც ჰანიეს ოჯახი, ბანაკის მაცხოვრებლები და ნათესავები მიემგზავრებოდნენ რამადან ბაირამის აღსანიშნავად.

მათივე თქმით, ასეთი თავდასხმები არ იქნება წარმატებული ჰამასის და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგობის ნების გატეხვაში; პირიქით, ეს მხოლოდ გაზრდის მათ მონდომებას ბრძოლაში.

ფაქტს თავად, ისმაილ ჰანიეც გამოეხმაურა და აღნიშნა: „მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი შვილების მოწამეობრივად დაღუპვის გამო. ჩემი შვილები დარჩნენ ღაზაში და არ დატოვეს ღაზა. მთელი ჩვენი ხალხი ძვირფას ფასს იხდის შვილების სისხლით. მეც ვარ ერთ-ერთი მათგანი“.  

ჰანიემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მუქარა დევნილებით სავსე ქალაქ რაფაჰის ოკუპაციის შესახებ, ვერ აშინებს პალესტინელ ხალხს და მათ წინააღმდეგობას.



მსგავსი ინფორმაციები