დაეში-ს მორიგო ტერაქტი ნიგერიაში

დაეში-ს მორიგო ტერაქტი ნიგერიაში

2133160
დაეში-ს მორიგო ტერაქტი ნიგერიაში

ნიგერიის, ბორნოს და სოკოტოს შტატებში, დაეში-ს დასავლეთ აფრიკის პროვინციის (ISWAP) ტერორისტების მხრიდან განხორციელებული მორიგი თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, სამოქალაქო გაერთიანების სამუშაო ჯგუფიდან (CJTF) 25 წევრი დაიღუპა.

ადგილობრივი პრესის ახალი ამბების მიხედვით, ბორნოს და სოკოტოს შტატებში, ISWAP-ის მიერ გზაზე დაგებული ნაღმი სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც CJTF-ის ავტომობილები აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.

შედეგად, ორივე შტატებში მთლიანობაში CJTF-ის 25 წევრი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ბანდების, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ბოკო ჰარამის და ISWAP-ის თავდასხმები ხორციელდება.

ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციებისა და ბანდების წევრების წინააღმდეგ ბრძოლაში, არმიის მხარდასაჭერად, სამოქალაქო გაერთიანების სამუშაო ჯგუფი (CJTF) შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები