პრეზიდენტი ერდოღანი მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა

2122875
პრეზიდენტი ერდოღანი მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-რუტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ნიდერლანდების ურთიერთობები და ნატოს ახალი გენერალური მდივნის განსაზღვრის პროცესი იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დრის, პრეზიდენტმა ერდოღანმა ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატ რუტეს  განუცხადა თურქეთის მოლოდინები, ახალი გენერალური მდივნისგან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ ახალმა გენერალურმა მდივანმა საუკეთესოდ უნდა მოემსახუროს წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და პრიორიტეტად მიანიჭებს ნატოს არსებით როლს და მიიღოს დამაჯერებელი ვალდებულებები, დაიცვას ალიანსის ძირითადი ღირებულებები. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მან უნდა გაითვალისწინოს არაევროკავშირის მოკავშირეების სენსიტიურობა.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები