ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში შეხვედრებს გამართავს

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში შეხვედრებს გამართავს

2117648
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში შეხვედრებს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში ღაზაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მიზნით შეხვედრებს გამართავს.

ბლინკენმა ფილიპინებში ვიზიტის დროს პრესასთან განაცხადა, რომ კვლავ გაემგზავრება ახლო აღმოსავლეთში.

მისი თქმით, ხუთშაბათს ეწვევა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას და ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს, რათა მოძებნოს გამოსავალი ღაზაში მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლა და დააჩქარონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.

ბლინკენი, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს ღაზას სექტორზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების პერიოდში მეექვსედ ეწვევა ახლო აღმოსავლეთს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამართავს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად.

თავის მხრივ, ბლინკენს არ გაუკეთებია შეფასება იმის შესახებ, წავა თუ არა ისრაელს.



მსგავსი ინფორმაციები