დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
2117255
ჰაიტში დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის სამხრეთით მდებარე პეტიონვილის რაიონში ორ ბანდას შორის კონფლიქტი დაიწყო.
შემთხვევის შედეგად ორივე მხრიდან 10 ადამიანი დაიღუპა.
თავის მხრივ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, ქვეყანაში დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, 8-დან 14 მარტამდე დედაქალაქში სახლების დატოვება 16 ათას 947 ადამიანს მოუწია.