რიო-დე-ჟანეიროში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

რიო-დე-ჟანეიროში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

2105791
რიო-დე-ჟანეიროში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში სისასტიკე უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და G20-ს უფრო აქტიური როლი შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და პრობლემის ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტის საკითხზე.

G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობს, რიო-დე-ჟანეიროში დაიწყო.

შეხვედრაზე განიხილება უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, გლობალური დაძაბულობა, მრავალმხრივი ორგანიზაციების გაძლიერება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სიღარიბის შემცირება და გლობალური მმართველობის მექანიზმების რეფორმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში სისასტიკე უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და G20-ს უფრო აქტიური როლი შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და პრობლემის ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტის საკითხზე.

სესიაზე, სახელწოდებით „დიდი ოცეულის როლი მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობაში“ მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას ფიდანმა შეახსენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წელი დასრულდა და თურქეთი იმედოვნებს, რომ მხარეები მიმართავენ დიპლომატიას და შესძლებენ მოლაპარაკებას და რომ ის გააგრძელებს თავის ინიციატივებს ამ მიმართულებით.

მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გლობალური უთანასწორობის და უსამართლობის, ეკონომიკური დაუცველობის, გარემოსდაცვითი პრობლემების და ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ მოტანილი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ყურადღება გაამახვილა გლობალური დიპლომატიის და G20-ის ყველა კრიზისულ სფეროში ერთობლივი ინიციატივების განვითარების მნიშვნელობაზე.

ნოემბერში რიო დე ჟანეიროში გაიმართება G20-ის ლიდერთა სამიტი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 20 უდიდეს ეკონომიკას.


საკვანძო სიტყვები: #G20 , #რიო დე ჟანეირო , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები