ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

2097444
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გააზიარეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლები გაფართოვდა და განაცხადეს, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულების პატივსაცემად ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კაროლინა ტოჰამ აღნიშნა, რომ მეხანძრეებმა დაახლოებით 40 ხანძრის კერაზე კონტროლი დაამყარეს და 29 ხანძრის კერა ჩააქრეს.

მინისტრმა ტოჰამ ასევე განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ხანძარი „განზრახ“ იყო გაჩენილი.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ჩილე

მსგავსი ინფორმაციები