შეიარაღებული თავდასხმა სოფლებზე
შეიარაღებული თავდასხმა სოფლებზე
2080850
ნიგერიის პლატოს შტატის სოფლებზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოკოს რეგიონის მმართველმა მანდეი კასამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა განახორციელეს თავდასხმები პლატოს პროვინციის ბოკოს და ბარკინ-ლადის რეგიონების სოფლებზე.
თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა მრავალი ადამიანიც გაიტაცეს.
ცნობისათვის, ნიგერიის პლატოს შტატი ბოლო დროს შეიარაღებული პირების თავდასხმების ადგილად იქცა.