ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიკ სალივანს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგი შეხვდა თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სალივანს

2038516
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიკ სალივანს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგი შეხვდა თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სალივანს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მალტაში ერთმანეთს შეხვდნენ.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა იყო კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნებისა და ურთიერთობების პასუხისმგებლობით გაღრმავების მცდელობის ნაწილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სალივანი და ვანგი შეხვდნენ მალტაში 16-17 სექტემბერს და განიხილეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საკვანძო საკითხები, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების ტემები, რუსეთ-უკრაინის ომი და ტაივანის საკითხი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სალივანმა მიანიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და რომ ორივე მხარე ვალდებულია გააგრძელოს მაღალი დონის კონსულტაციები უახლოეს თვეებში.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ეფუძნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინდონეზიაში 2022 წლის ნოემბერში შეხვედრას და, რომ ვანგსა და სალივანს ჰქონდათ გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული საუბარი.


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები