ტერორისტული თავდასხმა ბურკინა-ფასოში

ტერორისტული თავდასხმა ბურკინა-ფასოში

2021671
ტერორისტული თავდასხმა ბურკინა-ფასოში

ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 25 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ტოგოს საზღვართან ქალაქ ბიტუსთან თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 25 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

ცნობისათვის, უსაფრთხოების კრიზისის შედეგად, რომელიც ბურკინა-ფასოში 2015 წელს დაიწყო, 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლების დატოვება. მთავრობის მონაცემებით, ამ ადამიანებიდან მხოლოდ 120 000-მა შეძლო სახლებში დაბრუნება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აპოლინერ კიელემ მიმდინარე წლის მაისში ერთ-ერთ გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 65 პროცენტი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება.



მსგავსი ინფორმაციები