ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

1964465
ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა მიიღოს ახალი F-16 საბრძოლო თვითმფრინავები და მოდერნიზაციის ნაკრები მის ხელთ არსებული F-16-ის ფლოტისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას ბლინკენს ჰკითხეს თურქეთისთვის F-16 თვითმფრინავების მიყიდვისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რათა უზრუნველყოს, რომ თურქეთისთვის გადაცემული F-16-ები არ იქნება გამოყენებული აშშ-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, ასე უპასუხა: „ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთმა უნდა მიიღოს განახლებული F-16-ები და მოდერნიზაციის პაკეტი არსებული F-16-ებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ალიანსისთვის.“

მეორეს მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ნატოს მოკავშირეებს შორის დაძაბულობის შესამცირებლად და ცდილობენ თავიდან აიცილონ ყველა ის ქმედებები ან რიტორიკა, რომლებიც დაძაბულობას გამოიწვევს.

„თურქეთთან, საბერძნეთთან ან ნატოს სხვა მოკავშირეებთან ჩვენი ძალისხმევის ფოკუსი არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა და ტექნოლოგია ერთმანეთთან სრულად თავსებადობისთვის. ამავე დროს, რა თქმა უნდა, თუ მათ შორის რაიმე კონფლიქტი იქნება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ნებისმიერი დანადგარები ან ტექნოლოგია არ გამოიყენება ამ კონფლიქტების დროს“, განაცხადა ენტონი ბლინკენმა.



მსგავსი ინფორმაციები