შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმში გუშინ მომხდარს "ამაზრზენი" უწოდა

იგი სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს მხარდამჭერების პროვოკაციას გამოეხმაურა და მას „ამაზრზენი“ უწოდა

1932045
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმში გუშინ მომხდარს "ამაზრზენი" უწოდა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი, დედაქალაქ სტოკჰოლმში მერიის წინ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს მხარდამჭერების პროვოკაციას გამოეხმაურა და მას „ამაზრზენი“ უწოდა.

ბილსტრომმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამაზრზენია ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ისე წარმოსახვა მერიის წინ, თითქოს ჩამოკიდებულია“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ღია დისკუსიებს პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ შორს დგანან პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.

დედაქალაქ სტოკჰოლმში, მერიის ისტორიული  შენობის წინ შეკრებილმა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მხარდამჭერთა ჯგუფმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისათვის მიმსგავსებული თოჯინა შენობის წინ ბოძზე ჩამოკიდა და ამ მომენტის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გაავრცელა.

ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG-სთან დაკავშირებული სოციალური ქსელის ანგარიშებით თურქული ტიტრებით გავრცელებულ ვიდეოში თურქეთისა და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ მუქარა ისმის.



მსგავსი ინფორმაციები