ბორელი: „ჩვენ, ირანისა და აშშ-სგან გონივრული პასუხი მივიღეთ“

ბორელი: „ჩვენ, ირანისა და აშშ-სგან გონივრული პასუხი მივიღეთ“

1874412
ბორელი: „ჩვენ, ირანისა და აშშ-სგან გონივრული პასუხი მივიღეთ“

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანისთვის გაგზავნილი ბირთვული შეთანხმების ტექსტზე ორივე ქვეყნიდან „გონივრული პასუხი“ მიიღეს. ბორელიმ გუშინ პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ შეფასებები გაკეთა.

„იმედი მაქვს, რომ არ დავკარგავთ ამ იმპულსს უახლოეს დღეებში და შევძლებთ შეთანხმების დასრულებას. აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს ყველას შეშფოთებას“, განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

ცნობისათვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გუშინ განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე დასაბრუნებლად შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ტექსტის განხილვის პროცესი გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები