ბაქირიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ც მზად იქნება, შეუძლიათ მოკლე დროში დაასრულონ ბირთვული მოლაპარაკებები

ალი ბაქირიმ განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატებიც მზად იქნება, მათ შეუძლიათ მოკლე დროში დაასრულონ ბირთვული მოლაპარაკებები

1862094
ბაქირიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ც მზად იქნება, შეუძლიათ მოკლე დროში დაასრულონ ბირთვული მოლაპარაკებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა ალი ბაქირიმ განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატებიც მზად იქნება, მათ შეუძლიათ მოკლე დროში დაასრულონ ბირთვული მოლაპარაკებები.

ალი ბაქირიმ „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენ გავუზიარეთ მხარეებს ჩვენი შეთავაზებული იდეები, როგორც შინაარსით, ასევე ფორმით, რათა გზა გაეხსნას ვენის მოლაპარაკებების სწრაფად დასასრულს, რომელიც მიზნად ისახავს ცალმხრივად და უკანონოდ ამერიკული მხარის გასვლით გამოწვეული საზიანო რთული სიტუაციის გამოსწორებას.”

ბაქირის თქმით, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (KOEP) პარტნიორებთან, განსაკუთრებით კოორდინატორ ჯოზეფ ბორელთან, „იმისთვის, რომ აშშ-ს კიდევ ერთი შანსი მისცენ გამოავლინოს კეთილგანწყობა და იმოქმედოს პასუხისმგებლობით“.

„თუ მეორე მხარეც ასეა, ირანი მზადაა მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაასრულოს“. - განაცხადა ბაქირიმ.

ირანის ბირთვული საქმიანობის საკითხზე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის სახელწოდების პირველი შეთანხმება გაფორმდა 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს (ინგლისი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი) და გერმანიასა და ირანს შორის.

ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ აღდგა, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს ცალმხრივად გამოაცხადა მისი ქვეყნის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ამის შემდეგ კი თეირანი თანდათან დაუბრუნდა ბირთვულ საქმიანობას.

მოლაპარაკებები, რომელიც გასულ წელს კვლავ დაიწყო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში KOEP-ის განსახორციელებლად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გამონათქვამის მიხედვით „გარე ფაქტორების“ გავლენით 11 მარტს შეჩერდა.

ბორელის 25 ივნისს თეირანში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ბირთვული შეთანხმების განხორციელების მოლაპარაკებების კატარის დედაქალაქ დოჰაში გაგრძელების გადაწყვტილება იქნა მიღწეული.

ამის შემდეგ, აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები 28-29 ივნისს დოჰაში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები