შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში

ლოს-ანჯელესში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

1858878
შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლოს-ანჯელესში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, თავდასხმა მოხდა პეკ პარკში გამართულ ავტომობილების გამოფენაზე ან მის მახლობლად.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:50 წუთზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 7 მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #შეიარაღებული თავდასხმა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები