სალივანი: „ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება“

სალივანი: „ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება“

1854622
სალივანი: „ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება“

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანი, რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) გადასაცემად ემზადება.

სალივანიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც დღეს დაიწყება შეაფასა და ასევე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სალივანმა ირანთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ თეირანმა ამისათვის უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები.

„ჩვენ არ დაგვისახავს ამ შეთანხმების ვადები. ჩვენ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს ვუჭერთ მას. ირანმა უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯი ამ შეთანხმებისკენ“, განაცხადა სალივანიმ.

მან პრესკონფერენციის დროს, რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა რა, გარკვეულ იარაღებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი (İHA), მათ შორის, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) (SİHA) მიაწოდოს. ჩვენი ინფორმაციით, ირანი მოამზადებს რუს ჯარისკაცებს ამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და ეს პროცესი შესაძლოა ამ თვეში დაიწყოს“, განაცხადა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.



მსგავსი ინფორმაციები