ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1833151
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობები, ასევე უკრაინა-რუსეთის ომი და შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხები იქნა განხილული.  

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს სამართლიანი მშვიდობის აღდგენა, რუსეთსა და უკრაინას შორის, რომლებიც 24 თებერვლიდან მოყოლებული საომარ მდგომარეობაში არიან. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიის და დიალოგის შენარჩუნება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, მაკრონთან გამართული სატელეფონო საუბრის დრსო, ასევე განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის კავშირები სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-სთან, ვერ იქნება თავსებადი ნატოს ქვეშ მყოფი ალიანსის სულთან.



მსგავსი ინფორმაციები