ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

1801972
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ამ კავშირში გაწევრიანებისადმი და  რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომის დანაშაულებები. ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებული სამიტის პირველ დღეს და მასში აღნიშნეს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით უხეშად დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, რამაც გამოიწვია მძიმე ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. "საომარი დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა წარდგნენ საერთაშორისო სამართლის წინაშე. მარიუპოლის ბლოკადა და სხვა ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აკრძალვა მიუღებელია, რუსეთს მოვუწოდებთ, დაუშვას მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გასასვლელი, ჰუმანიტარული წვდომა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა“.- აღნიშნულია ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც რუსეთს ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტემისადმი პატივისცემისკენაც მოუწოდებენ. ამავე განცხადებით, ბრიუსელი მხარს უჭერს უკრაინის არჩევანს სრული გაწევრიანებისადმი და ამიტომ ევროკავშირის კომისიას მოუწოდა, ამ საკითხზე მკაფიოდ გამოხატოს თავისი აზრი. “ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისადმი პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“. - ხაზგასმულია ამ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #ბრიუსელი

მსგავსი ინფორმაციები