ბაიდენ-ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვაშინგტონი კიევს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

1788185
ბაიდენ-ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა, რუსეთ-უკრაინის ომში კიევისადმი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენმა და ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს.

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად, როგორც უსაფრთხოების ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს,  „მოკავშირე და პარტნიორ“ ქვეყნებთან წარმოებული მუშაობებიც იქნა განხილული, რათა რუსეთი პასუხისმგებელი იყოს მისი ქმედებებისთვის. ორი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე.



მსგავსი ინფორმაციები