ბაიდენ-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მათ განიხილეს რუსეთ-უკრაინის კრიზისი

1773057
ბაიდენ-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობასთან დაკავშირებით მსოფლიო  ლიდერების დიპლომატიური აქტივობები გრძელდება. მის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვარზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამ სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “ორმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ბაიდენმა და მაკრონმა განიხილეს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის დასაწესებელი სწრაფი და სერიოზული ეკონომიკური სანქციების მზადებისა და დიპლომატიური კოორდინაციის გამყარების საკითხები.“ ამავე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ დარჩნენ მჭიდრო კონტაქტში, რათა მიიღონ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩართონ მასში ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიც.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები