ომიკრონის ვარიანტი აღმოაჩინეს ჩინეთის მესამე ქალაქში

ომიკრონი პირველად ამ ქვეყანაში 14 დეკემბერს დააფიქსირეს

1762200
ომიკრონის ვარიანტი აღმოაჩინეს ჩინეთის მესამე ქალაქში

პეკინიდან გავრცელებული ინფორმაციებით, კოვიდ-19-ის ომიკრონ ვარიანტი აღმოაჩინეს ასევე ლიაონინგის პროვინციის ქალაქ დალიანშიც და ამით ეს შტამი რიგით მესამე ქალაქში დააფიქსირეს. ამის შესახებ განაცხადეს ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან. ომიკრონის ვარიანტი ქვეყანაში პირველად გასული წლის 14 დეკემბერს ქალაქ ტიენჯინში  აღმოაჩინეს იმ ადამიანში, რომელიც ქვეყანაში 9 დეკემბერს შემოვიდა საზღვარგარეთიდან. ამის შემდეგ იგივე ვარიანტი დაფიქსირდა ჰნანის პროვინციის ქალაქ ანიანგშიც. მომდევნო დღეებში ანიანგში ომიკრონის გავრცელების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა და ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.


საკვანძო სიტყვები: #ომიკრონი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები