ბაიდენ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბაიდენ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1754980
ბაიდენ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის  პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც განიხილეს ის საკითხები, რამაც გამოიწვია დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ საკითხთან დაკავშირებით გავცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.

ჯენ პსაკის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთს შორის და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას, აშშ, მოსკოვის წინააღმდეგ  „ფართომასშტაბიან“ სანქციებს მიმართავს.

ჯენ პსაკის თქმით, საერთო ჯამში შეხვედრა იყო მეგობრული და ბიზნესზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა მომგებიანი ორივე მხარისთვის რა, სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა რეგულარული კონტაქტების უმაღლეს დონეზე შენარჩუნება.



მსგავსი ინფორმაციები