TPLF-ს მეამბოხეებმა უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღეს

TPLF-ს მეამბოხეებმა უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღეს

1750375
TPLF-ს მეამბოხეებმა უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღეს

ეთიოპიის ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულმა, ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელმა ფრონტმა (TPLF) უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.

TPLF-ის პრეზიდენტმა, დებრესიონ გებრემიჩელმა წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს და აუწყა, რომ მშვიდობის დასამყარებლად მისი ჯარები გაჰყავს.  „ტიგრაის ხალხისა და ტიგრაის რეგიონალური მთავრობის სახელით მოვუწოდებ ტიგრაის ყველა ჯარს საზღვარს გარეთ,  მშვიდობისთვის დაუყოვნებლივ უკან დაიხიონ,“ ნათქვამია მის განცხადებაში.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TPLF-ის პრესსპიკერმაც და აღნიშნა, რომ ამჰარასა და აფარის რეგიონებიდან მათი ჯარები მთლიანად გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეთიოპიის არმიამ,  TPLF-ის მიერ დაკავებული მრავალი ტერიტორიის დაბრუნება დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #უკან დახევა , #TPLF , #ეთიოპია

მსგავსი ინფორმაციები