თურქი უმცირესობები ნიკოს დენდიასის აკრიტიკებენ

თურქი უმცირესობები ნიკოს დენდიასის აკრიტიკებენ

1747288
თურქი უმცირესობები ნიკოს დენდიასის აკრიტიკებენ

საბერძნეთში მცხოვრები თურქი უმცირესობების ხმა, „მეგობრობის თანასწორობის მშვიდობის პარტიამ“ (DEB), ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის, არჩეული მუფთების ნაცვლად დანიშნულ მუფთებთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და ეს ფაქტი გააკრიტიკა.

დენდიასი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მერიჩის რეგიონს ეწვია და ქრისტიან სასულიერო პირებს და დანიშნულ მუფთებს შეხვდა, ერთგვარი საკამათო თემა გახდა. დენდიასმა საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „საბერძნეთი ყოველთვის აგზავნის გზავნილს, რომ ჩვენს ქრისტიან და მუსულმან თანამემამულეებს ერთად მშვიდობიან გარემოში შეუძლიათ იცხოვრონ.“

პარტია, DEB-ი კი დენდიასის ამ განცხადებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი ეს ქმედება, არჩეული მუფთის უგულებელყოფას ნიშნავს.

„შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც მიუღებელია დასავლეთ თრაკიის მუსლიმი თურქული უმცირესობის მიერ და რომლებსაც არ გააჩნიათ რელიგიური ლიდერების კვალიფიკაცია, ვერ მიგიყვანთ ჩვენი უმცირესობის პრობლემების გადაწყვეტამდე. პრობლემების მოგვარება, მხოლოდ უმცირესობის რეალურ წარმომადგენლებთან დიალოგის დამყარებითაა შესაძლებელი,“ ნათქვამია პარტია DEB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ თრაკიის უმცირესობათა სკოლების საბჭოების ასოციაციამ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა ათენის პარასკევის ლოცვის გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც დაწყებით კლასებში მყოფ მოსწავლეების პარასკევის (ჯუმა) ლოცვაზე არ გაგზავნას სთხოვს.



მსგავსი ინფორმაციები