ზელენსკი: „დონბასი გათავისუფლდება ოკუპაციისგან“

ზელენსკი: „დონბასი გათავისუფლდება ოკუპაციისგან“

1686270
ზელენსკი: „დონბასი გათავისუფლდება ოკუპაციისგან“

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი არასოდეს გახდება რუსეთის ტერიტორია და იგი აუცილებლად გათავისუფლდება ოკუპაციისგან.

ზელენსკიმ ტელეარხ Dom-თან ინტერვიუს დროს დონბასის კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა: „ხალხის იმ ნაწილმა, რომელიც დღეს ოკუპირებულ დონბასში ცხოვრობს, მკაფიოდ უნდა გაიგოს, რომ თუ დღეს დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობ და მიიჩნევ, რომ შენი გზა რუსეთისკენაა და რუსი ხარ, შეგიძლია წახვიდე და ეძებო ადგილი რუსეთში, დონბასში დარჩენა დიდი შეცდომაა. დონბასი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. იგი აუცილებლად გათავისუფლდება ოკუპაციისგან.“

ზელენსკიმ  დონბასის ოკუპაცია ბერლინის კედელს შეადარა და აღნიშნა, რომ  ადრე თუ გვიან აუცილებლად გათავისუფლდება ოკუპაციისგან.



მსგავსი ინფორმაციები