„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“  შეთანხმება მიღწეულია

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“  შეთანხმება მიღწეულია

1678621
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“  შეთანხმება მიღწეულია

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია, რუსეთიდან ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“  მეშვეობით შესაყვან გაზის პროექტის მშენებლობის დასრულების საკითხზე შეთანხმდენ. ხელშეკრულების თანახმად, აშშ-მ და გერმანიამ აღუთქვეს, რომ რუსეთის მცდელობას გამოიყენოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენი პოლიტიკურ იარაღად, ერთობლივად დაუპირისპირდებიან.

საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, აშშ და გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ზომების მისაღებად ერთობლივად იმოქმედებს, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხშიც, რომლითაც რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის და სხვა ეკონომიკურ სექტორებში“.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები