იაპონია, საფრანგეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონია, საფრანგეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

1628568
იაპონია, საფრანგეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონიის თავდაცვის სახმელეთო ძალები (GSDF) ჩინეთის მუქარის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ, საფრანგეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ფართომასშტაბიან წვრთნებს ჩაატარებენ.  

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 11-17 მაისს დაგეგმილია ერთობლივი სწავლება საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, მდებარე კუნძულ კიუსიუზე.

მისივე თქმით, სამი ქვეყნის თავდაცვის სახმელეთო ძალები პირველად გამართავენ ასეთ ფართო მასშთაბიან წვრთნებს.

მეორეს მხრივ, სააგენტო კიოდომ ამ წვრთნებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთს, რომელსაც აქვს ტერიტორიები ინდოეთის ოკეანესა და წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონებში, აქვს სტრატეგიული ინტერესები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები