აშშ-ს კიდევ ერთ შტატში  სიკვდილით დასჯა აიკრძალა

აშშ-ს კიდევ ერთ შტატში  სიკვდილით დასჯა აიკრძალა

1608186
აშშ-ს კიდევ ერთ შტატში  სიკვდილით დასჯა აიკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა გააუქმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონს ხელი დემოკრატმა გუბერნატორმა რალფ ნორტემმა მოაწერა. ვირჯინია მთელი ქვეყნის მაშტაბით 23-ე და ამერიკის სამხრეთის პირველი შტატი გახდა, სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალეს.

სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა ვირჯინიის შტატში კოლონიის დაარსებიდან  (1608 წ.) დღემდე 1400-ჯერ გამოიყენეს. ეს მთელი შტატების მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



მსგავსი ინფორმაციები